www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ცურ გრუპი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "Tsur group" არის ებრაულ - ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი", შპს "რუუთს", შპს "ინოტეკი", შპს "ჯორჯიან ინვესტმენტ", შპს "ბი იო", შპს "მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი".

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე: https://tsur-group.com/en

კომპანიის მთავარი ღირებულებაა მოტივირებული და ბედნიერი თანამშრომელი. მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

კომპანია "ცურ გრუფი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში მაღალი სერვისისა და სტანდარტის შექმნა;
** ბრენდის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ახალი ფილიალების გახსნაში მონაწილეობის მიღება (საქართველოს ფარგლებს გარეთაც);
** ქსელში მიმდინარე პროცესების მარკეტინგულ გეგმასთან შესაბამისობა და ამ პროცესების იმპლემენტაცია;
** ქსელის წინაშე ამოცანების და მიზნების დასახვა და გადაჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მენეჯერული პოზიციის გამოცდილება ბრენდის განვითარების კუთხით;
** სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ქსელში, მაგალითად მაკდონალდსში, საბვეიში, ვენდისში ა.შ ჩაითვლება უპირატესად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: tamar@tsur-group.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |