www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ცურ გრუპი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "Tsur group" არის ებრაულ - ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი", შპს "რუუთს", შპს "ინოტეკი", შპს "ჯორჯიან ინვესტმენტ", შპს "ბი იო", შპს "მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი".

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე: https://tsur-group.com/en

კომპანიის მთავარი ღირებულება მოტივირებული და ბედნიერი თანამშრომელი. მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

კომპანია "ცურ გრუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე პროცესების მართვა, მათ შორის შიდა სტრუქტურულ ერთეულებს შორის პროცესების გამართვის და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** საოპერაციო სტრატეგიების განსაზღვრა;
** ტექნიკური საკითხების განხორციელება, მონიტორინგი;
** პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** გუნდის მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია მენეჯერულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** პროგრამა CRM - ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური, რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: tamar@tsur-group.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |