www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონიტორინგის სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეის მდგომარეობით, "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი;
ანაზღაურება: 700 ლარიდან (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად).

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების მონაცემების ყოველდღიური მონიტორინგი;
** გეგმური მონიტორინგის პროცედურის შესაბამისად განხორციელება;
** გაყიდვების მენეჯერების საქმიანობის პროგრამული მხარდაჭერა;
** პროგრამულ ბაზაში ახალი პარტნიორების მონაცემების ასახვა და განახლება;
** მარკეტინგის მენეჯერის მხარდაჭერა საოპერაციო დავალებებში;
** ანგარიშის მომზადება და დირექტორთან წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, სამედიცინო ან ფარმაცევტული მიმართულებით);
** ადმინისტრატორად ან ოპერატორად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ფარმაცევტულ და სამედიცინო სფეროს);
** Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიკური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV/რეზიუმეების გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: " მონიტორინგის სამსახურის ოპერატორი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 23.10.2022

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |