www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას თამაშების განვითარების დეპარტამენტში პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

შესასრულებელი ამოცანები:

** პროდუქტის განვითარებაზე ზრუნვა;
** აქციების დაგეგმვა და განხორციელება სხვა მომიჯნავე დეპარტამენტებთან ერთად;
** შეთავაზებული აქციების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი;
** მომხმარებლებისთვის ახალი თამაშების და აქციების შეთავაზება;
** აქციის ბიუჯეტის მომზადება;
** პროდუქტის მომწოდებლებთან კომუნიკაცია.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება პროდუქტის მენეჯერის მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში.
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
** ადგილმდებარეობა: თბილისი.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები:

** პროფესიული ზრდა/განვითარება.
** სწავლის დაფინანსება;
** ბონუსი;
** კორპორატიული დაზღვევა;
** უფასო კვება და პარკინგი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროდუქტის მენეჯერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |