www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჩინური ენის HSK გამოცდისთვის მოსამზადებელი ონლაინ კურსები
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 03410_application_form_9312895.zip
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"საქართველოს უნივერსიტეტის" ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს მიღებას ჩინური ენის HSK გამოცდისთვის მოსამზადებელ online კურსებზე.

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში არაუმეტეს 10-15
გთავაზობთ მეცადინეობის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს (მეცადინეობის დრო შეთანხმდება ჯგუფთან)

მეცადინეობა კვირაში ნებისმიერ დონეზე კვირაში სამჯერ 2 საათი ანუ კვირაში 6 ასტრონომიული საათი + დასკვნითი გამოცდა

კურსების ხანგრძლივობა და ღირებულება:

** I და II დონე- 5 კვირა - 150 ლარი;
** III და IV დონე- 7 კვირა - 200 ლარი;
** V დონე - 9 კვირა - 300 ლარი;
** VI დონე - 10 კვირა - 400 ლარი;

ღირებულებაში შედის სასწავლო მასალა და ტესტები.

კურსებს უძღვება ლიკა შირიმიანი

** ჩინური ენის პედაგოგი Brain House-ში;
** საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი;
** კონფუცის ინსტიტუტის და ჭინგჭოუს (ჩინეთი) უნივერსიტეტის სტუდენტი და სტიპენდიანტი.

კურსზე დარეგისტრირებისთვის შეავსეთ თანდართული აპლიკაციის ფორმა და გადმოაგზავნეთ მისამართზე tsereteli_manana@yahoo.com, likashirimiani@yahoo.com ან დარეკეთ: 598569969

აპლიკაციების მიღების ვადაა 15 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 17 ოქტომბერს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, VI სართული, ოთახი 621.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |