www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანგარიშის მენეჯერი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ანგარიშის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისის სერვისცენტრებისთვის.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტისათვის საბანკო მომსახურების პირობების და საბანკო პროდუქტების გაცნობა/კონსულტაცია და შეთავაზება;
** კლიენტის ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** ლოგიკური, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვა
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სასურველი:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით
** ბანკში კლიენტთა ანგარიშების მომსახურე თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება
** საბანკო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ CV-ში ან ელფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული ის თანამდებობა, რომლისთვისაც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადი არ იქნება განხილული.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |