www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსი - Beginer Web Developer
მომწოდებელი: Net|Dev
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"Net|Dev" პროგრამირების სასწავლო აკადემია აცხადებს დამწყები დეველოპერის კურსზე მიღებას ქუთაისში.

Beginner Web Developer-ის კურსს გავივლით ჩვენ მიერ შემუშავებული სილაბუსით, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან:

** HTML & CSS;
** JavaScript Course- ES6-ES2020;
** React;
** NodeJS, Express.

მოცემული მასალის დაუფლების შემდეგ, თქვენ შეძლებთ Single-page ვებაპლიკაციის დამოუკიდებლად აწყობას და Front-ის მხარეს დინამიკური ლოგიკის გატარებას. დამოუკიდებლად და საფუძვლიანად განიხილავთ ისეთ ბიბლიოთეკებს, როგორიც არის React, Express ბაზისებს და ა.შ. ასევე შეძლებთ RESTful API არქიტექტურის გამოყენებით ვებ სერვისების შემუშავებას.

Beginer Web Developer კურსის ხანგრძლივობა, სტრუქტურა და ღირებულება:

** Beginer Web Developer კურსი შედგება 3 ნაწილისაგან, ეს ნაწილები 24, 30 და 8 სალექციო კურსისგან შედგება, სულ 62 სალექციო კურსი. მათგან 34 სალექციო კურსი დაეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას, სადაც სტუდენტები ჩართული იქნებიან რეალურ პროექტში. ისინი სწავლობენ რეალური დავალებების პრაქტიკულ განხორციელებას და იღებენ გამოცდილებას, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ვებდეველოპერის ცხოვრებაში.
** კურსის ხანგრძლივობა 4 თვეს შეადგენს;
** სასწავლო კურსის ღირებულება შეადგენს 400 აშშ დოლარს, თანხის გადახდა თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე ხდება კურსის დაწყებიდან პირველ კვირაში;
** ლექციები ტარდება ქართულ ენაზე კვირაში 3-ჯერ ჰიბრიდული სისტემით, ჰიბრიდულ სისტემაში მსმენელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს დასწრების ტიპი: პირისპირ თუ ონლაინ. ონლაინჩართვების შემთხვევაში, ვსარგებლობთ ZOOM-ის აპლიკაციით. რეგისტრაციის აუცილებელია მსმენელმა სწორად მიუთითოს კურსის ტიპი.

სასწავლო კურსი არის ვებპროგრამირების საფუძვლების შემსწავლელი კურსი, რომელიც მოიცავს საბაზო თეორიულ მასალასთან ერთად უფრო რთულ პროგრამულ საკითხებსაც ვებსერვისების სფეროში.

ამ კურსში:

** გაივლით HTML&CSS საწყისებს, სადაც განვიხილავთ საბაზისო ტეგებს თავისი ატრიბუტებით;
** შევძლებთ HTML ტეგების ფორმირებას და მასზე მანიპულაციების განხორციელებას;
** სიღრმისეულად შევისწავლით ES6-ის სინტაქს და მის შესაძლებლობებს, კერძოდ, თუ რა არის პრიმიტიული და შედგენილი ცვლადები, რა არის ობიექტი და მისი მემკვიდრეობა, რა არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, MVC არქიტექტურა და ა.შ.
** განვიხილავთ Front-ის მხარეს ისეთ ცნობილ ბიბლიოთეკას, როგორიც არის React და ასევე კურსის დასკვნით ფაზაში განვიხილავთ NodeJS ტექნოლოგიას (NPM CLI აპლიკაციას);
** ჩვენ ვნახავთ კულისების უკან როგორ მუშაობს nodeJS, რა როლი აქვს მის მუშაობაში Google V8 Engine და Libuv ბიბლიოთეკას;
** საკმარისი დრო დაეთმობა თეორიულ ლექციებთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებს, სპეციალურ წინასწარ შემუშავებული პროექტებთან სამუშაოების სახით, რაც საშუალებას მოგცემთ, შეიძინოთ აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები ტექნიკური ამოცანის დაგეგმვის, ანალიზისა და შემდგომში შესრულებისათვის.

ეს კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს გაიღრმაოს ცოდნა ციფრულ ტექნოლოგიებში, კერძოდ პროგრამული კუთხით.

რეგისტრაციას შეძლებთ ჩვენს ვებგვერდზე: https://net-dev.herokuapp.com/register/

მისამართი: ქუთაისი, სარაჯიშვილის ქ. 3
ტელ: 597 55 55 81
ელფოსტა: ts.margvelashvili@airnav.ge
ვებგვერდი: https://net-dev.herokuapp.com/register/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |