www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტ/ექსპორტის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს იმპორტ/ექსპორტის უმცროსი სპეციალისტის ვაკანსიას ისანში, სათავო ოფისში.

მოცემულ ვაკანსიას აქვს სტანდარტული გრაფიკი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებელს, სატრანსპორტოსა და ტვირთის მიმღებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** ბაზრის კვლევა (ახალი სატრანსპორტო კომპანიების მოძიება) ხარჯების მინიმალიზაციისა და საუკეთესო გადაზიდვის (საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო) პირობების მისაღებად;
** გადაზიდვების გეგმის შემუშავება და იმპორტისა და ექსპორტის პროცედურებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის (ინვოისი, შეფუთვის ფურცელი, სერტიფიკატები, სატრანსპორტო დოკუმენტები და სხვა) მომზადება/შემოწმება;
** განბაჟების პროცედურების ორგანიზება;
** ჩამოსული ტვირთის ადგილზე მიტანის/დისტრიბუციის ორგანიზება და აღმოჩენილი დანაკლისების მონიტორინგი;
** მონაცემთა რეპორტინგი არსებული გრაფიკებისა და მენეჯმენტის დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად.

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების MSC office (Excel, Word, Outlook, Power Point) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა, გუნდურობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "იმპორტ/ექსპორტის უმცროსი სპეციალისტი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |