www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

ა (ა) ი პ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

ორგანიზაცია (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა და მოზრდილთა საკითხებზე. ორგანიზაციის ბაზაზე მუშაობს შშმ ბავშვთა და მოზრდილთა დღის ცენტრი, ასევე, ტარდება სხვადასხვა თერაპია განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.

სამუშაოს აღწერა:

** ორგანიზაციის სარგებლობაში არსებული ფართის დალაგება და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** ოფისის სველი წერტილების მოწესრიგება და ჰიგიენური ნორმების დაცვა არსებული რეკომენდაციების შესაბამისად;
** ავეჯისა და თაროების მტვრისგან გაწმენდა;
** იატაკის, კარებისა და პერიოდულად ფანჯრების გაწმენდა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე, ორგანიზებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, მოწესრიგებული.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00-ის ჩათვლით

დაინტერესებულმა პირებმა უნდა დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონის ნომერზე:
595 03 70 45 ; 214 00 12
შეგიძლიათ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: dcfsgeorgia@gmail.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |