www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

სასტუმრო "რუმს ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტერიტორიის ყოველდღიურად დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ოთახების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტებით;
** მიღებული მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** დაზიანებული ნივთების აღრიცხვა;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში განთავსება;
** აღჭურვილობის საღ მდგომარეობაში შენახვა;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის უფროსის/ზედამხედველის ინფორმირება;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება;

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |