www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/დამხმარე-რეზერვი
მომწოდებელი: მარუსია საქართველო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

სს "მარუსია" (საქართველო) აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (დამხმარე-რეზერვი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მცხეთა-მთიანეთი.
განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ: სს "მარუსია" (საქართველო) წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპანიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. სს "მარუსია (საქართველო)"-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოადგინოს და გაყიდოს კომპანიის პროდუქცია არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან, მინიჭებული სამიზნე არეალისა და დღიური მარშრუტის მიხედვით.
** გამოამჟღავნოს პროდუქტის მაღალ დონეზე ცოდნა და უზრუნველყოს გაყიდვების მასალების სწორი გამოყენება
** დაამყაროს და შეინარჩუნოს ურთიერთობა არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან
** განსაზღვროს და გადაჭრას კლიენტების უკმაყოფილება
** განახორციელოს ახალი სავაჭრო კლიენტების მოზიდვა, სავაჭრო დაფარვის გაზრდა
** ზედამხედველობა გაუწიოს სწორი ნაშთების განთავსებას სავაჭრო ობიექტებში.
** განახორციელოს სავაჭრო წერტილებში დავალიანების მონიტორინგი და დროული გასწორება
** მოახდინოს დროული რეაგირება მენეჯმენტთან, ნებისმიერ საკითხზე.
** ზედამხედველობა გაუწიოს პლანოგრამების სწორ იმპლემენტაციას ობიექტების მიხედვით
** აწარმოოს დროული, ზუსტი, კონკურენტული ფრაისინგი ყველა დასრულებულ განაცხადზე
** შეასრულოს სხვა ნებისმიერი დავალება მიცემული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მისი კვალიფიკაციის შესაბამისად.
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში არსებული სავაჭრო წარმომადგენლების ჩანაცვლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** შესაბამისი რეგიონის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** კომუნიკაციის კარგი უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mgeorgia.ge არაუგვიანეს 2022 წლის 14 ოქტომბრისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!

სს "მარუსია" (საქართველო) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |