www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ს.ს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.

დაქვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი
სამუშაო განაკვეთი: სრული (სტუდენტებისათვის მორგებული გრაფიკი)

სამუშაოს აღწერილობა: აპლიკაციების და მონაცემთა ბაზის დეველოპმენტი

ფუნქცია მოვალეობები:

** WEB და Core ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში მონაწილეობის მიღება
** არსებული სისტემების მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HTML, CSS, JavaScript, Bootstrap.
** ASP.NET Core ტექნოლოგიებთან 1 წლიანი გამოცდილება
** MySQL/MSSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

პროფესიული უნარები და კომპეტენციები:

** მოტივირებული
** პასუხისმგებლობიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სტრესულ ვითარებაში ეფექტურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** სიახლეებისკენ სწრაფვა და სწრაფი ათვისების უნარი

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: Vacancy@nvi.ge.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |