www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი/სტაჟირება
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს სტაჟირებას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე, მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 19:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

სიგნალიზაციის, ვიდეო სამეთვალყურეო კამერების და დაშვების სისტემების მონტაჟი/ინსტალაცია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: r.minadze@algani.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე +995 577 200229.

დაცვის კომპანია ალგანში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია ალგანის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაცვის კომპანია ალგანი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |