www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გურია-ფოთის მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;
** სადისტრიბუციო კამპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში.
** სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ქ. ფოთში

მოვალეობები:

** არსებულ ობიექტებში პოზიციების მოპოვება, განმტკიცება;
** თითოეულ სავაჭრო ობიექტში პროდუქციის პრეზენტაცია, წამახალისებელი აქციის პირობების გაცნობა (კომპანიაში დადგენილი წესის მიხედვით) შემდგომი კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა, აქტიურობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გაწონასწორებული;
** სხარტი აზროვნება.

ტექნიკური უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: bidzina.svanadze@barambo.com.ge. გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 სექტემბრამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |