www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს სესხების საკრედიტო ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

მისო "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 27 ფილიალს და 300 ზე მეტ თანამშრომელს. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებმისამართზე: http://www.leadercredit.ge

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების საკრედიტო ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

მდებარეობა: მარნეული
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** დაქვემდებარებული გუნდის, პორტფელის კონტროლი და მისი ანალიზი;
** ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტების მოზიდვა;
** გუნდისთვის დასახული გეგმის შესრულება;
** დაკრედიტების ექსპერტების კონსულტაცია და მათ კვალიფიკაციაზე ზრუნვა;
** გუნდის წევრების მოტივირება და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** სასესხო პროექტის რისკებთან წარდგენამდე შიდა საკრედიტო კომიტეტის წარმართვა;
** საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა, გაცემა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით);
** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პროცესების დაგეგმვისა და მონიტორინგის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Ms Office).

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 10 ოქტომბერი. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო "ლიდერ კრედიტის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო "ლიდერ კრედიტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა. თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო "ლიდერ კრედიტმა" შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |