www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსები გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" არის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი" და "საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია." პროექტის მიზანია გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში არსებული ადამიანური რესურსების მოზიდვითა და განვითარებით რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 6 ცენტრი, სადაც 1000 - მდე სამუშაოს მაძიებელი მიიღებს მისთვის საჭირო მომსახურებას - იქნება ეს სწავლება, გადამზადება თუ დასაქმებისათვის საჭირო სხვა უნარ - ჩვევების შეძენა.

ცენტრები განთავსებულია საქართველოს 3 რეგიონის 6 ქალაქში, კერძოდ, გურიაში - ოზურგეთსა და ჩოხატაურში; ქვემო ქართლში - ბოლნისსა და თეთრიწყაროში; კახეთში - თელავსა და ლაგოდეხში, მათი მომსახურებით სარგებლობა 16 წლის ზემოთ ნებისმიერ მსურველს შეუძლია

ცენტრის მიზანია, დაეხმაროს ნებისმიერ მსურველს, ნიჭისა და შესაძლებლობების შეფასებაში, პროფესიული ცოდნის შეძენასა და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციასა და დისტანციურად დასაქმების შესაძლებლობების აღმოჩენაში.

მსურველებს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები სთავაზობენ კარიერის დაგეგმვის კონსულტაციებს, ამისამართებენ მათთვის საჭირო ტრენინგებზე და ეხმარებიან დამსაქმებლებთან დაკავშირებაში.

რა მიმართულების ტრენინგებია ჩვენთან?

მსურველებს ვთავაზობთ ტრენინგებს სამი მიმართულებით:

1. საკუთარი ბიზნესის წამოწყების მსურველებისთვის კურსი - სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc7tUIRIgQEVUesNhwMppG2_4HYYsS0WjO3AefmPad6JgnZUQ/viewform
2. დასაქმებისთვის საჭირო უნარების კურსი - სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc7tUIRIgQEVUesNhwMppG2_4HYYsS0WjO3AefmPad6JgnZUQ/viewform
3. ფრილანსერობით და დისტანციურად დასაქმებით დაინტერესებულებისთვის კურსი - სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScxh3fAOdcAg51OKcemIPEYl7ghHcxHuvrq4_Bxau3fFJCP-A/viewform
4. საოფისე პროგრამების კურსი - სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdh41jWSg-CtSlkey8RYEZ6jAAvkusc6XTYZZHNbiyyTqV9cw/viewform

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ - მთლიანობაში მომსახურება 800-მდე ადამიანმა მიიღო, დასაქმებულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა და ჩატარდა ინტენსიური სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების 20-მდე კურსი.

დარეგისტრირდით სასურველ კურსზე და მიიღეთ საჭირო ცოდნა დასაქმებისთვის. სამეწარმეო, დასაქმებისთვის საჭირო უნარების და ფრილანსერობით დაინტერესებულთა კურსებზე დასწრება უფასოა, ხოლო საოფისე პროგრამების კურსის გავლა 35 ლარი ღირს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ოზურგეთი - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი;
ტელ: 571094949; 557923579
ელფოსტა: ypuozurgeti.lesc@gmail.com
მის: ქ.ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა #3

ჩოხატაური - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი;
ტელ: 555022935; 577594659
ელფოსტა: ypuchokhatauri.lesc@gmail.com
მის: ქ. ჩოხატაური, გოგიბერიძის ქუჩა #7

ლაგოდეხი- საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
ტელ: 577155238; 577600193
ელფოსტა: mziajavshanashvili@gmail.com ekagongadze25@gmail.com
მის: ქ. ლაგოდეხი, კოსტავას ქ. #14

თელავი - კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
ტელ: +995 350 272003
ელფოსტა: mariam_glakhoshvili@kadc.ge meri_arjevanidze@kadc.ge
მის: ქ.თელავი, რუსთაველის გამზირი #93

თეთრიწყარო - თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
ტელ: 577903954;
ელფოსტა: tyctetritskaro@gmail.com
მის: ქ. თეთრიწყარო, რუსთაველის ქ. #27

ბოლნისი - ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ტელ: 598900073; 596113211
ელ-ფოსტა: zurabashviliq983@gmail.com; merikotamazashvili@gmail.com
მის: ქ.ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. #197



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |