www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ დეველოპერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ვებ დეველოპერის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.
კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ, საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

ბენეფიტები:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** Fit pass.

ფუნქცია მოვალეობები:

** პროგრამების შექმნის პროცესში, გორგიას სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან გამართული კომუნიკაცია და ინფორმაციის მიმოცვლა;
** საჭიროების შემთხვევაში Web პროგრამების სხვა გარე პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირება;
** საჭირო Web პროგრამების, პროგრამული მოდულების შექმნაში და დახვეწაში მონაწილეობის მიღება;
** არსებული Web პროგრამების გაუმჯობესება და პრობლემების მოგვარება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია პროგრამისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Laravel, OOP PHP, MySQL, MSSQL, Node.js, soket.io, jQuery, JavaScript, Bootstrap, CSS3, HTML5 ტექნიკური უნარების ცოდნა;
** დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
** Web გვერდების დამზადების გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

** გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით მეილზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი);
** შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
** მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
** შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |