www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ცურ გრუპი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "Tsur group" არის ებრაულ - ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი", შპს "რუუთს", შპს "ინოტეკი", შპს "ჯორჯიან ინვესტმენტ", შპს "ბი იო", შპს "მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი".

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე: https://tsur-group.com/en

კომპანიის მთავარი ღირებულება მოტივირებული და ბედნიერი თანამშრომელი. მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

კომპანია "ცურ გრუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ, როგორც ქართულენოვან, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურენოვან კანდიდატებს.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** კორპორატიული მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** საკუთარი პორტფელის მართვა და ზრდაზე ორიენტაცია;
** გაყიდვების გეგმების დასახვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საჭირო უნარები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაბელური;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: tamar@tsur-group.com. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |