www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

სასტუმრო "Rooms Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების და თანამშრომლების დაცვა;
** ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
** პრობლემებისა და უჩვეულო საკითხების ჩანაწერების წარმოება;
** პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
** ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის მიწოდება;
** სტუმრების და თანამშრომლების წუხილის მოსმენა და ცვლის უფროსისთვის გაზიარება;
** სხვადასხვა ცვლაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |