www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა.
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1200-1800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირება პროდუქციის შიგთავსის, ფასების, მიტანის სერვისისა და სხვა საკითხების შესახებ;
** შეკვეთების მიღება;
** შეკვეთების პროგრამულად ასახვა;
** გამავალი ზარების განხორციელება;
** მიღებული შეკვეთების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** უცხო ენები (ინგლისური, რუსული) - B2 დონე.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექეტრონულ მისამართზე: vacancy@mdelivery.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |