www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კოლორ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "კოლორ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს: http://www.colorgroup.ge

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული განაკვეთი 10:00-19:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ე. ბაღდავაძის #3
ანაზღაურება: 1000-1200 ₾

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;
** სასაქონლო-ზედნადებების და ა/ფ გამოწერა;
** სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების გაკეთება;
** ბანკის სალარო ამონაწერების გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
** საჭიროების შემთხვევაში საბანკო გადარიცხვების შესრულება ეროვნულ ვალუტაში;
** ხელფასების გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
** შედარების აქტების მომზადება და გაფორმება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ORIS-ში და 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებაზე 50%-იან ფასდაკლებას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტარეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
** ფასდაკლებას პრაქტიკული აკადემიის სასწავლო პროგრამებზე;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@colorgroup.ge, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |