www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გალვანიკოსი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში გალვანიკოსის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი.

სამუშაოს დახასიათება:

** მარტივი კონფიგურაციების, არა რთული დეტალების გალვანური დაფარვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე გალვანიკოსის ხელმძღვანელობით;
** დეტალების მომზადება გალვანური დაფარვისთვის. მათი სამარჯვებზე ან მავთულებზე დამაგრება და აბაზანაში ჩატვირთვა, ხოლო გალვანური პროცესის ჩატარების შემდეგ მათი ამოღება, გარეცხვა და გაშრობა;
** ხელსაწყოებზე არსებული რეჟიმების კონტროლი.

უნდა იცოდეს:

** გალვანური აბაზანების ძირითადი მახასიათებლები და მათი მომზადება სამუშაოდ;
** გარეცხვის გაწმენდისა და შრობის მეთოდები, ქიმიური და ელ.ქიმიური პროცესის ელემენტარული ცოდნა დაფარვის, უბრალო სამარჯვების დანიშნულება და საკონტროლო მზომი ხელსაწყოების, ინსტრუმენტების დასახელება და გამოყენება;
** ზედაპირებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან გალვანურ დაფარვებს - იზოლაცია, იზოლაციის მეთოდები;
** მჟავების და ტუტეების გამოყენების წესები ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

სამუშაოს მაგალითები:

** დეტალების (ალუმინისა და მისი შენადნობების) ანოდური ოქსიდირება, ქიმიური ოქსიდირება;
** ცილინდრული ფოლადის დეტალების ქიმიური და გალვანური დაფარვა;
** ყველა ზომის კრონშტეინის, ზედაპირების ნაწილობრივი იზოლაციით - ანოდური ოქსიდირება, ქიმ. ოქსიდირება;
** ფურცლების, კუთხოვანების, მილტუჩების - ქიმიური ოქსიდირება;
** კუთხოვანების, მილტუჩები ყველა ზომის კბილანების - ნიკელირება, მოთუთიება, იმ ადგილების იზოლაცია, რომლებიც არ ექვემდებარება დაფარვას;
** ჯაჭვის, მავთულის სხვადასხვა კვეთის-გალვანური მოკალვა;
** სხვადასხვა ზომის კბილანებისა და რგოლების-მონიკელება;
** სჭვალების, ქანჩების, ხრახნების, ზამბარების -კადმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო
** გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება "გალვანიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |