www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინსტრუქტორი
მომწოდებელი: Pravilo Tbilisi
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"Pravilo Tbilisi" 1 წელია ბაზარზეა და მისი მთავარი ამოცანა ადამიანების ყოველდღიური რუტინული ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა.

"პრავილო" ადამიანებს ეხმარება ხერხემლის, კისრის, ზურგის და ზოგადად სხეულის სხვა და სხვა პრობლემების მოგვარებასა და სულიერ სიჯანსაღეში.

ვაცხადებთ ვაკანსიას ინსტრუქტორის პოზიციაზე.

დასაქმებას შეძლებთ 2 კვირიანი სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ.

მოვალეობები:

** მომხმარებლებთან გასაუბრება ვარჯიშის დაწყებამდე;
** ინდივიდუალური ვარჯიშების ჩატარება (ვარჯიშებს შეისწავლით ადგილზე);
** დაოსური ცოცხებით მასაჟის გაკეთება (შეისწავლით ადგილზე);
** მომხმარებლებთან სასიამოვნო კომუნიკაციის დამყარება, დახვედრა/გაცილება;
** გამაჯანსაღებელი კოქტეილის მომზადება (მზადდება 2 წუთში, შეისწავლით ადგილზე)

მოთხოვნები:

** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ფსიქოლოგიასთან/იოგასთან /მასაჟთან სამუშაო 1 წლიანი გამოცდილება;
** ასაკობრივი ზღვარი - 25-35.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი.

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 10:00 - 20:00 -მდე; პარასკევს - 10:00 -13:00-მდე; კვირას 10:00 - 20:00-მდე; შაბათი - სრული დასვენების დღე.
** ანაზღაურება: 800₾ + კარგი ბონუსები და პრემიები
** სტუდიაში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო.

ყველაფერი რაც საჭიროა სხეულის და სულის სიჯანსაღისთვის!

ჩვენი მისამართია: გურამ ფანჯიკიძის 22

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე pravilotbilisi@gmail.com

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |