www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის დირექტორი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ტერაბანკი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის დირექტორის პოზიციაზე.

"ტერაბანკი" 22 წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ფილიალი
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ.: 10:00 სთ-18:00 სთ; შაბათს: 10:00 სთ-14:00 სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ფილიალის გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის საქმიანობის წარმართვა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** ახალი კლიენტების მოზიდვა
** ფილიალის საკრედიტო (როგორც საცალო ასევე ბიზნეს სესხების) საქმიანობის კონტროლი
** ფილიალში მომსახურების ხარისხის კონტროლი
** ფილიალის კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება

პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური, საბანკო ან საფინანსო მიმართულებით (სასურველია MBA ხარისხი)
** სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება
** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მართვის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 სექტემბრის 18:00 საათამდე მისამართზე: tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"ტერაბანკი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |