www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნაზილბე
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

სუპერმარკეტების ქსელი "ნაზილბე" აცხადებს ინვენტარიზაციის სპეციალისტის ვაკანსიას ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალებში ნაშთების გამართულად მართვა და რეპორტინგი;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამულად ასახვა;
** ინვენტარიზაციის შედეგების ანალიტიკის წარმოება, გადაცდომების კვლევა და გამომწვევი მიზეზების გამოვლენა;
** დანაკლისების და ზედმეტობების გამომწვები მიზეზების პრევენციულ ზომებზე რეკომენდაციების შეთავაზება;
** გამოვლენილი ხარვეზებისგან მოსალოდნელი რისკების მიტიგაციისთვის რეკომენდაციების შეთავაზება;
** შედეგების შემაჯამებელი დასკვნის დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია სასურსათო მაღაზიების სფეროში გამოცდილება ნაშთების მართვაში, აღწერასა და რეპორტინგში;
** პრიორიტეტულია მათემატიკური უნარების ქონა;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მათემატიკური აზროვნების უნარი;
** კეთილსინდისიერება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** შედეგზე ორიენტირება.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ ბმულზე: https://b24-qqxcdc.bitrix24.site/crm_form_6mvkh/

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |