www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრირების ჯგუფის ოპერატორი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილების ადმინისტრირების ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე ქ.თბილისში.

სამუშაო აღწერილობა:

** სპეც- პროგრამა Z-smart-ში დაფიქსირებული განაცხადების კონტროლი;
** სპეც- პროგრამა Z-smart იდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, მათი სრული და სწორი გადაცემა შესაბამის სამსახურებზე;
** ყოველი ახალი ინსტალაციის და დაზიანების აღრიცხვა და კონტროლი;
** შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და პროგრამული უზრუნველყოფა;
** დაზიანების შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის დამუშავება და გადაცემა განყოფილების შესაბამის სამსახურებზე;
** განყოფილებაში შემომავალი სხვადასხვა ინფორმაციის დამუშავება და განაწილება;
აბონენტებთან ინსტალაციის დროის შეთანხმება;
** Z-smart-ში შესაბამისი კომენტარების გაკეთება, სტატუსების შეცვლა;
** შესრულებული სამუშაოების ელექტრონულად აღრიცხვა, სტატისტიკის წარმოება;
** ინსტალაციებზე გასული ინსტალატორებისთვის ინფორმაციის მიწოდება დაზუსტება;
** ინსტალატორისგან აბონენტთან შესრულებულ სამუშაოებზე ინფორმაციის მიღება;
** მიღებული ინფორმაციის აბონენტთან გადამოწმება;
** ინსტალაციის დასრულების შემდეგ განაცხადის პროგრამაში დახურვა, ინსტალაციის ტიპის (სტანდარტული/არასტანდარტული) და ინსტალაციის პროცესში ფაქტობრივად მონაწილე თანამშრომელთა რაოდენობის მითითება (შემსრულებლების სახელი, გვარი);
** სამუშაო ინვენტარისა და მასალების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება, შრომისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, ოპერატორის კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

** MS Office პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სპეც. პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** რეპორტის მომზადების გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური/რუსული)ცოდნა;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 73 73 2022 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |