www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"4Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2014 წელს და ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. "4ჰოსპიტალსი" არის მრავალი საერთაშორისო გლობალური ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი, რომლის განაცხადია - "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
ანაზღაურება: მინ. ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარიდან + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახური, ექიმი, ექთანი) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა;
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების უზრუნველყოფა და ახალი კლიენტების მოძიება;
** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
** შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა.
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;

ძირითადი უნარები:

** სისხარტე, კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სამედიცინო სფერო ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს, რომელიც ითვალისწინებს ფიქსირებულ და საბონუსე სისტემით განსაზღვრულ სახელფასო რეინჯს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე; ასევე, შრომის ანაზღაურების ზრდისა და პოზიციური წინსვლის პერსპექტივას (ჩვენთან გაყიდვების წარმომადგენლის პოზიცია ითვალისწინებს Senior და Junior პოზიციებს და შესაბამის სახელფასო რეინჯებს);

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@4hs.ge.
გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |