www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო Unfound Door
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"Unfound Door Design Hotel" - სადაც ყოველ კარს თავისი ისტორია აქვს და უნიკალური დიზაინით გაფორმებულ ოთახში იღება. სასტუმრო მდებარეობს, თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე. მე-19 საუკუნის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხატული სადარბაზოთი. დიზაინში აქცენტი გაკეთებულია სიძველის შენარჩუნებასა და ავთენტურობის წარმოჩენაზე. მოხვედრისთანავე იგრძნობა ნოსტალგია, მისტიკა და არტისტიზმი, ანუ ყველაფერ ის, რაც ძველი თბილისის გასაღებია.

ადამიანები კი, რომლებიც აქ დაგხვდებიან, ქმნიან გარემოს, რომელიც სრულიად მოულოდნელია.

"Unfound Door - Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

ხელმძღვანელი: გენერალურ მენეჯერს/ საოპერაციო მენეჯერს
დაქვემდებარებული: რესტორნის სერვის მენეჯერი, სერვისის ზედამხედველი, ბარ მენეჯერი, შეფ მზარეული

ზოგადი ვალდებულებები:

** შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს და დაემორჩილოს კომპანიის შიდა რეგულაციებსა და შინაგანაწესს;
** დაიცვას ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც დაკავშირებულია კომპანიასთან, მის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან და რაც არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის;
** ყოველთვის იყოს მოღიმარი, თავაზიანი, პოზიტიური. განსაკუთრებით, კომპანიის სტუმრებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს;
** ყოველთვის იყოს მზად სასტუმროს სტუმრების და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად და პირადად უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებლობის პირთან ერთად სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** კორონავირუსის (Covid 19) ან ნებისმიერი სხვა ვირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (სიცხე, ხველება, სუნთქვის გაძნელება, სურდო და ა.შ.), დროულად აცნობოს თავისი დეპარტამენტის მენეჯერს.
** მაქსიმალურად დაიცვას კორონავირუსთან (Covid 19) დაკავშირებული რეგულაციები (დისტანცია, ნიღბის ტარება, ხელების ხშირი დეზინფექცია).

ძირითადი მოვალეობები:

** გაუწიოს ზედამხედველობა რესტორნისა, ბარის და საბანკეტოს სერვისის ოპერირებას;
** გაუწიოს ხელმძღვანელობა და კოორდინირება სასმელებისა და კვების დეპარტამენტის თანამშრომლების მუშაობას;
** შეინარჩუნოს მომსახურების მაღალი ხარისხი, სერვისის სტანდარტების მიხედვით;
** შეადგინოს დეპარტამენტის ბიუჯეტი და აკონტროლოს გასავალი;
** დასახოს და შეასრულოს დეპარტამენტის სტრატეგიული მიზნები;
** აკონტროლოს სასმელებისა და კვების დეპარტამენტში არსებული პროდუქციის ფასები;
** განათავსოს შეკვეთები და აკონტროლოს მოწოდების ვადები;
** მართოს შესყიდვის მოთხოვნის დოკუმენტები და აკონტროლოს შესყიდვის პროცესი;
** მთავარ შეფ-მზარეულთან ერთად შეადგინოს განახლებული მენიუ.
** აწარმოოს ცვლის წინა და ცვლის შემდეგი შეხვედრები თანამშრომლებთან, იმისათვის, რომ მიაწოდოს ინფორმაცია ყოველდღიურ სიახლეებსა თუ დაგეგმილ ღონისძიებებზე;
** მიიღოს შეკვეთები სხვადასხვა ღონისძიების (დაბადების დღეები, წვეულებები, საქმიანი სადილები, ა.შ.) ღონისძიებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს, რომ შეკვეთის ყველა დეტალი დროულად გადაეცეს ყველა სათანადო განყოფილებას (სამზარეულო, კვებისა და სასმელების მენეჯერი, გაყიდვების განყოფილება, ა.შ.);
** განავითაროს ახალი იდეები გაყიდვების გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების, სპეციალური პაკეტების შესახებ და განახორციელოს ისინი PR/ მარკეტინგის მენეჯერთან ერთად;
** აწარმოოს თანამშრომლების სწორად დაგეგმილი სამუშაო განრიგი, იმისათვის, რომ არ გაიზარდოს საშტატო ერთეული და მოხდეს შრომისა და ანაზღაურების სწორი გადანაწილება.
** შეადგინოს და აწარმოოს მისი დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო საათების ტაბელი და მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების დეპარტამენტს და გენერალურ მენეჯერს
** დარწმუნდეს, რომ ჰიგიენის სტანდარტები დაცულია რესტორანში და არსებული პირობები სრულად შეესაბამება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმებს;
** აკონტროლოს თითოეული კერძის სტანდარტით დადგენილი ხარისხი;
** მოახდინოს სტუმრების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება;
** აწარმოოს და აკონტროლოს SOP - ები სერვისის მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად შეადგინოს და დაადასტუროს სასმელებისა და კვების დეპარტამენტში არსებული პოზიციების სამუშაო აღწერილობები;
** მონაწილეობა მიიღოს ტრენინგების დაგეგმარებაში, შექმნასა და განხორციელებაში და დარწმუნდეს, რომ ყველა თანამშრომელი საჭიროებისამებრ დატრენინგებულია;
** მოახდინოს სხვადასხვა არხიდან შემოსული თითოეული კომენტარის ანალიზი.
** დარწმუნდეს, რომ სერვისის ინვენტარი ფორმაშია და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეს შესაბამის დეპარტამენტს;
** ეფექტურად ითანამშრომლოს სხვა დეპარტამენტებთან;
** რეგულარულად მოამზადოს რეპორტი დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებისა და შედეგების შესახებ.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
** დაზღვევა
** ღამის ტრანსპორტირება
** ანაზღაურება: 2500-4000 ლარი + ჩეკის ბონუსი

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: stay@unfounddoor.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"Unfound Door - Design Hotel" გისურვებთ წარმატებებს!

Instagram Page: https://instagram.com/unfounddoor_hotel?utm_medium=copy_link
Facebook Page: https://www.facebook.com/unfounddoorhotel/
Web Page: https://www.unfounddoor.ge/
Awards - https://www.facebook.com/WelcometoGeorgiaAward/posts/1603770529956325

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2021 წლის გამარჯვებული საუკეთესო სტანდარტული სასტუმრო (ლოკალური ბრენდი) / The Best Standard Accommodation Award (Local Brand) Unfound Door.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |