www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: აკვალაინი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

კომპანია "აკვალაინი" ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი

მოვალეობები:

1. მომხმარებლისგან თანხის მიღება

** კონსულტანტის მიერ მოწოდებული ს/ზ შესაბამისად მომხმარებლისგან თანხის მიღება
** ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, გადახდილ თანხაზე სალარო აპარატის მეშვებით ჩეკის ამორტყმა და მისთვის გადაცემა მყიდველისთვის.
** ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის მოხსნა ტერმინალის მეშვეობით, დარწმუნება იმაში, რომ თანხა ნამდვილად მოიხსნა და ტრანზაქცია დადასტურებულია, ორი ჩეკის ამოღება საიდანაც ერთი ჩეკი გადაეცემა შემსყიდველს, ხოლო მეორე ებმება რეალიზაციის საბუთს. ბარათით გადახდისას პროგრამულად რეალიზაციის გატარების დროს დანიშნულებაში სიტყვა "ბარათი" მითითება. თუ ბარათით გადახდილი თანხის ნაწილი, სიტყვა "ბარათს" უნდა მიეწეროს გადახდილი თანხის ზუსტი ოდენობა.

2. სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით კომპანიის საჭიროებისათვის შეძენილი მომსახურების ან/და საქონლის ჩეკის გატარება და დახარჯული თანხის ანაზღაურება

** თანამშრომლისგან სრული დოკუმენტაციის მიღება
** ს/ზ შემოწმება RS.ge-ზე
** ს/ზ და ჩეკში მითითებული თანხის შედარება
** დახარჯული თანხის ანაზღაურება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@aqualine.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |