www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
თანდართული ფაილი: 04750_ServiceNet_Cable_Worker_9137637.zip
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილებაში მეკაბელის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია მოვალეობები:

** 09:00 საათზე სპეციალური სამუშაო ფორმით გამოცხადება, დადგენილი წესით, უშუალო ხელმძღვანელთან სავალდებულო ყოველდღიური ინსტრუქტაჟის გაცნობა და ხელმოწერით დადასტურება;
** ყოველდღიური ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განაწესის გაცნობა/შესრულება;
** უბნის უფროსის დავალებით, საკაბელო უბანზე დაზიანებული ტელეფონის ნომრების ხაზების აღსადგენად დაზიანებების აღმოჩენა, დაზიანებული მონაკვეთის დაზუსტება და დაზიანებების დროული აღმოფხვრა;
** დაზიანების აღმოფხვრის გადამოწმება ლოკალური ქსელის თრაბელშუთერთან;
** დაზიანების აღმოფხვრის შესახებ ოპერატორის ინფორმირება პროგრამა crm-ში დაზიანების განაცხადის დასახურად;
** ახალი აბონენტის ჩართვისას, გამანაწილებელ კარადაში კროსირების მავთულის მონტაჟი;
** სამუშაოს წარმოებისას ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და მოწყობილობების სწორად გამოყენება და მათი გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და მოწყობილობების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მიმაგრებულ უბანზე ყველა სახის და ტევადობის კაბელების ტექნიკურად სწორი და ხარისხიანი ექსპლუატაცია;
** სამუშაო დღის მანძილზე სმს_შეტყობინებით მიღებული დავალებების (სატელეფონო-საკაბელო ხაზის დაზიანებები/ახალი სატელეფონო-საკაბელო ხაზის მოკვლევები) შესრულება;
** ავარიების დროს, დაზიანებების დამოუკიდებლად აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში უშუალო უფროსის ინფორმირება;
** განმეორებითი დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, კაბელების გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება (საკაბელო ხაზზე შესაცვლელი მონაკვეთების დადგენა/უშუალო უფროსის ინფორმირება ჩასატარებელი შეერთება-შედუღების სამუშაოების შესახებ);
** ტელეფონის მოხსნის/გაუქმების დროს გამანაწილებელ კარადაში კროსირების მავთულის დემონტაჟი;
მიმაგრებულ უბანზე არსებული სატელეფონო ჭების დალაგება და მოწესრიგება;
** სამუშაო უბანზე პერიოდულად სატელეფონო შახტების მდგომარეობის დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში კაბელების დალაგება/ მოწესრიგება.
** გამანაწილებელი კარადების დალაგება და შესაბამისი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** ყოველდღიური განაწესით დავალებული სამუშაოების იმ დღესვე შესრულების ვალდებულება;
** დავალებების შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ წერილობით განმარტების წარმოდგენის ვალდებულება უბნის უფროსთან;
** მისი და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პირობებში სამუშაოების წარმოებისგან თავის შეკავება/უბნის უფროსის ინფორმირება;
** ობიექტზე გასვლისას, ნებისმიერი დაზიანებისას, გარეშე პირის ან ორგანიზაციის მიერ კონტრაქტორი კომპანიების სატელეფონო კომუნიკაციის დაზიანების ან ქურდობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სააბონენტო მოწყობილობების, საკაბელო ქსელის ექსპლუატაციის, შრომისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ობიექტზე არსებულ ინსტრუმენტებსა და მასალებზე კონტროლი მათი დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ინსტრუმენტებისა და მასალების დაბინავება, სპეც. ტანსაცმლის გამოცვლა და სამუშაო ადგილის დატოვება;
** მასზე რიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა;
** გაუფრთხილებლობით ინსტრუმენტების დაზიანების/დაკარგვის შემთხვევაში კომპანიის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მეკაბელის სამსახურებრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, არასამუშაო საათებში, კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
** სახელმძღვანელო დოკუმენტაციის გაცნობა და მასში ასახული ინსტრუქციების და ნორმების დაცვის ვალდებულება;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** სასურველი ტექნიკური განათლება (სასურველია სატელეკომუნიკაციო მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
** ელექტრო წრედების პირველად პარამეტრებზე ძირითადი ცნებების ცოდნა;
** ავტოსტრადებზე, რკინიგზაზე და მაღალი ძაბვის ელ.გადამცემ ხაზებზე საჰაერო გადასასვლელების მოწყობის, მათგან სატელეფონო კომუნიკაციის და კაბელის დაცილების ზღვრული მანძილის ცოდნა;
** კაბელის ჩადების/მონტაჟის/შეერთების ცოდნა;
** დამაბოლოებელი მოწყობილობების/ქსელის მოწყობილობების ცოდნა;
** ნახაზების წაკითხვის გამოცდილება;
** ქსელის მოწყობის გამოცდილება;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელობა;
** ორგანიზებულობა/პასუხისმგებლობა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამდებობრივად განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 73 73 2022 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |