www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: გლობალ ასისტანს საქართველო
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "გლობალ ასისტანს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "გლობალ ასისტანს საქართველო" მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტომომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე.

პასუხისმგებლობები:

** შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი;
** კლიენტებთან ურთიერთობა (ტელეფონის საშუალებით კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება);
** სპეციალურ პროგრამასთან მუშაობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასაუბრო და წერა-კითხვის ცოდნა ინგლისურ და რუსულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gag.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონტაქტ ცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ოქტომბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინფორმატში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |