www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ტექნოსერვისი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

სერვის ცენტრი "ტექნოსერვისი" წარმოადგენს საყოფაცხოვრებო, აუდიო-ვიდეო და სხვა ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი მრავალი ბრენდის ავტორიზებული სერვის ცენტრს, საქართველოში. კომპანია დააარსების დღიდან (2004 წ) უზრუნველყოფს სხვა და სხვა ბრენდების გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, კერძოდ:საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის დაზიანებების დიაგნოსტიკას, შეკეთებას, მონტაჟს და ა.შ.

სამუშაოს დასახელება: საწყობის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 800 ლარი
ასაკი: 35 წლამდე მამაკაცი

მოვალეობები:

** სერვის ცენტრში მოსული მომხმარებლების ნაკადის მართვა
** პირველადი კონსულტაციის გაწევა-ნივთის გამოყენების წესებთან დაკავშირებით
** შესაკეთებლად შემოსული ნივთების მიღება-გაცემა დადგენილი წესის შესაბამისად
** შეკეთებული ნივთების სატესტო სტენდებზე განთავსება და ტესტირება.
** ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების შეთავსება მიღებული დავალებების შესაბამისად.

მინიმალური მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების ცოდნა;
** ტელევიზორების, ფოტოაპარატების, ვიდეოკამერების მენიუების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
** შესაბამის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება

საჭირო კომპეტენციები:

** მოწესრიგებულობა
** თავაზიანობა
** პუნქტუალობა
** პასუხისმგებლობა მოვალეობის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მითითებულ ელ.ფოსტაზე o.mamasakhlisi@technoservice.ge და გთხოვთ, ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.

შეკითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ 577223080



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |