www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი.

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".

"ექსტრამითის პავილიონი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი და დროული აღრიცხვა;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ენერგიულად, სწრაფად და სრულყოფილად მომსახურება;
** სტუმართან დღის შეთავაზებების და ახალი პროდუქციის შესახებ კომუნიკაცია.

მოთხოვნები:

** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველების უნარი;
** 1 c -ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

ჩვენთან გთავაზობთ:

** ოჯახურ სამუშაო გარემოს;
** ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობას;
** სწავლა, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
** სამუშაოს დასრულების შემდეგ ტრანსპორტირებას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: თვეში მუშაობთ 15 დღე
** ანაზღაურება: დღეში 45 ლარი + ბონუსი (გამომუშავების მიხედვით)

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი ოჯახის ახალი წევრი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@extrameat.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (თბილისი).

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს facebook გვერდს: https://www.facebook.com/extrameatpavilion

კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |