www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: SS.ge
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

"პალიტრა ჰოლდინგი"-ს შვილობილი კომპანია "ss.ge" აცხადებს ვაკანსიას ციფრული პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

"ss.ge" არის განცხადებების პორტალი, რომელიც რამდენიმე კატეგორიისგან შედგება: უძრავი ქონება, დასაქმება, მარკეტი, ავტო, მომსახურება და ფინანსები.

"ss.ge" აცხადებს ვაკანსიას მარკეტისა და მომსახურების მიმართულების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სტრატეგიის შემუშავებასა და პროექტის დაგეგმვაში, უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ss.ge-ის მარკეტის და მომსახურების კატეგორიის განვითარებისთვის პროექტების დაგეგმვა და განვითარება;
** პროექტების ეფექტური, დროული და ხარისხიანი დაგეგმვა;
** პროექტის განხორციელების გეგმის დამუშავება, საჭირო შიდა და გარე რესურსების დაგეგმარება, დეტალური ვადების განსაზღვრა;
** მოლაპარაკების წარმოება;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მართვა;
** პროექტის გეგმის შედგენა, დედლაინების განსაზღვრა და კონტროლი;
** რეპორტებისა და კვლევების მომზადება, მათი ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** ინფორმაციის სწრაფად გაანალიზებისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 10:00-18:00 სთ;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ #49.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |