www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

კომპანია "გრინვეი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: მხარეთა შეთანხმებით, წინასწარ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, რაც არ აღემატება კვირაში 40 (ორმოცი) საათს. მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა.
ანაზღაურება: 700 (შვიდასი) ლარი (თანხა არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და წლიური ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ).

ძირითადი მოვალეობები:

** რეპორტების აწყობა Microsoft SQL Server Reporting Server-ზე;
** ბაზაში მონაცემების მიმდინარე დროში ჩასწორება მოთხოვნის შესაბამისად;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ტელეფონზე, Mail-ზე და სხვა არხებით) და ბიზნეს პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება, ფუნქციონალის ახსნა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** SQL-ის და Transact-SQL (MS SQL Server) კარგად ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამებისა და მათემატიკის კარგად მცოდნე კანდიდატს;
** სასურველია, უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** განიხილებიან სტუდენტები ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად სწავლის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2022 წლის 21 ოქტომბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - უმცროსი პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი.

გრინვეი - არა დისკრიმინაციას.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |