www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR სტაჟიორი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს სტაჟირების პროგრამას მათთვის, ვისაც HR-ში დასაქმება სურს.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი

რატომ ევექსის ჰოსპიტლებში HR სტაჟირება?

** იმიტომ, რომ ევექსის ჰოსპიტლები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მზარდი და ამბიციური კომპანიაა
** იმიტომ, რომ კურსს უძღვება ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი HR გუნდი
** იმიტომ, რომ ასეთ დიდ კომპანიაში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა

ვისთვის არის სტაჟირება განკუთვნილი?

მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს პრაქტიკაზე დაფუძნებული HR პრინციპები, გაეცნოს საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე კომპანიის HR გამოცდილებას და გახდეს HR გუნდის წევრი.

ვიწვევთ დამწყებ HR-ებს და HR-ით დაინტერესებულებს ბიზნესის, ფინანსების, სოციალური, ფსიქოლოგიური, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებიდან!

მოითხოვება მხოლოდ მოტივაცია, აქტიურობა, პოზიტივი და შემოქმედებითობა!

კურსის ხანგრძლივობა 3 (სამი) თვე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე (სტუდენტების შემთხვევაში მოქნილი გრაფიკი).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ოქტომბერი, 2022

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/hr-stajiori---qutaisshi/816

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |