www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების ოფიცერი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების ოფიცრის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ვადაგადაცილებაში მყოფ კლიენტებთან:

** სატელეფონო კომუნიკაცია;
** ვიზიტების განხორციელება;
** მოლაპარაკებების წარმოება.
** ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა;
** საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პრობლემური სესხების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** საქართველოს ფარგლებში მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (შაბათ-კვირის ჩათვლით): 10:00-18:30;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 05.10.2022წ. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ვადაგადაცილებული სესხების ოფიცერი - თბილისი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |