www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: OneSoft
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

კომპანია "OneSoft" აცხადებს ვაკანსიას 1C დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "OneSoft" წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების (ცნობილია, როგორც ERP სისტემები) პროვაიდერს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი - 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://1cloud.ge/solutions

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი (ამ ეტაპზე ვმუშაობთ დისტანციურად)
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება - 2000 - 2500 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის განვითარების სტრატეგიული გეგმის დასახვა და მართვა;
** დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდში არსებული სამუშაოების დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა;
** პროექტების რესურსების დაგეგმვა და მართვა;
** პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებაში მყოფი კადრების სამუშაო დროის და დისციპლინის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებაში მყოფი კადრების სამუშაოზე მიღების პროცესში ჩართულობა, შერჩევა, გუნდების დაკომპლექტება;
** დაქვემდებარებაში მყოფი კადრების მოტივაციაზე ზრუნვა;
** ბაზარზე არსებული სიახლეების, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და კომპანიაში ინოვაციის დანერგვაზე ზრუნვა;
** საბაზრო მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიაში არსებული პროგრამული პროდუქტების განვითარებაზე ზრუნვა;
** კლიენტი კომპანიის ბიზნეს პროცესების პროგრამაში მოდელირება;
** სისტემის გაშვების მხარდაჭერა;
** ბიზნეს პროცესების შესაბამისად სტანდარტული ანგარიშგებების, ანალიტიკური რეპორტების რესტრუქტურიზაცია;
** საჭიროების შემთხვევაში საცნობარო ინფორმაციის და საწყისი ნაშთების ჩატვირთვა;
** სტანდარტული ანგარიშგებების გადაწყობა და ახალი ანგარიშგებების შექმნა;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება;
** სადეველოფმენთო საკითხზე დეველოპერთან ერთად მუშაობა;
** მომხმარებლებისთვის შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
** სხვა მომსახურებები, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდში არსებულ სამუშაოებთან და პროგრამული პროდუქტის გამოყენებასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები;
** ERP სისტემაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება: ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, 1C სტანდარტული გადაწყვეტების ცოდნა, 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი;
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - 1C დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |