www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:

** ბანკის ობიექტზე დაცვა-სახანძრო სიგნალიზაციის, ვიდეო კონტროლის სისტემების, კარის ჩამკეტი სისტემების მონტაჟის/დემონტაჟის უზრუნველყოფა.
** დაცვითი სისტემების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და დროულად ზომების მიღება აღმოჩენილი ხარვეზების და გაუმართაობის აღმოსაფხვრელად.
** ვიდეო კონტროლის სისტემებიდან, სათადარიგო ასლების ჩამწერი მოწყობილობების მონტაჟი და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** სისტემატიური კონტაქტის ქონა ფიზიკური უსაფრთხოების სპეციალისტთან, დაცვა-უსაფრთხოების სისტემების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სიგნალიზაციის და ვიდეო კონტროლის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.
** ბანკის სტრუქტურული ერთეულების რემონტზე ყოფნის დროს გარე კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი/კონტროლი.

მოთხოვნები:

** საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების ცოდნა, როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად.
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება დაცვა-უსაფრთხოების ტექნიკურ სფეროში.
** გამოცდილება ინჟინერიის სფეროში.
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "ტექნიკური სპეციალისტი" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.department@procredit-group.com და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2 ოქტომბერი 2022 წელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |