www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის კონსულტანტი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის მომსახურება - ასორტიმენტის შერჩევა, ანგარიშსწორების წარმოება;
** პროდუქციის ასორტიმენტის სწორი განლაგება;
** პროდუქციის ვადების და ვიზუალის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გამართულად მეტყველების უნარი,
** თავაზიანი, კეთილგანწყობილი,
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

ბენეფიტი: კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვებას.
ანაზღაურება: 50 ლარი ცვლაში.
ყოველი მე-3-ე ღამე, თვეში: 10 სამუშაო დღე.
სამუშაო დრო: 21:00-09:00 საათები.
ადგილმდებარეობა: დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კონსულტანტი" და "ღამის ცვლა."

"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |