www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის კონსულტანტი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს სერვის კონსულტანტის ვაკანსიას თბილისში.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: კავკასიის მედიცინის ცენტრი, ქავთარაძის #23
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, თვეში ერთი შაბათი 09:00-14:00

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების დახვედრა, საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** პაციენტის პირველადი ინფორმირება;
** რიგების მართვა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, განიხილებიან სტუდენტებიც;
** სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ოქტომბერი, 2022

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/servis-konsultanti-kavkasiis-medicinis-centri/792

"ევექსის ჰოსპიტლები` მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |