www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს კონკურსს ვაკანსიაზე:

პოზიციის დასახელება: რისკების მენეჯერი

სამუშაოს აღწერა:

** სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა სსე-ს წინაშე მდგარი რისკების გამოვლენასა და შეფასებაში რისკების მართვისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის წლიური გეგმის შესაბამისად.
** მეთოდოლოგიური მხარდაჭერა, რათა განხორციელდეს გამოვლენილი რისკების შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა პროცესზე პასუხისმგებელი პირისთვის/ დირექტორისთვის და მთავარი რისკებისთვის სამოქმედო გეგმების განხილვა.
** რისკების მიტიგაციის დამტკიცებული გეგმების განხორციელების მონიტორინგი და სტატუსის შესაბამისად განახლება.
** რისკის რეესტრის განახლება და სსე-ს წინაშე მდგარი მთავარი რისკებისთვის პრიორიტეტის მინიჭება.
** რისკის რეალიზების შემთხვევაში, მისი ანალიზი, შეტყობინება პროცესში ჩართული მხარეებისთვის გამომწვევი მიზეზების გაანალიზების მიზნით, ინფორმაციის მოძიება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და რისკის შემთხვევის რეგისტრირება მონაცემთა ბაზაში.
** რისკების დირექტორის დაუყოვნებლივ ინფორმირება დიდი გავლენის მქონე რისკის გამოვლენის ან რეალიზების შემთხვევაში.
** ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება და რისკების დირექტორისთვის წარდგენა განსახილველად.
** რისკის მართვის ცნობადობის ამაღლების ტრენინგებში მონაწილეობა, რომელთა მიზანია თანამშრომლებში ინფორმაციის გავრცელება და კომუნიკაციის წახალისება, რათა იცოდნენ, ვის დაუკავშირდნენ რისკის რეალიზების სცენარის შემთხვევაში.
** დაგეგმილი ინდივიდუალური KPI-ების შესრულებისთვის კონტროლი და ანგარიშგება.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრი ან უფრო მაღალი ხარისხი ფინანსებში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში.
** მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება ანალოგიურ თანამდებობაზე.
** დოკუმენტირების და კომუნიკაციის ბრწყინვალე უნარები.
** ინგლისური ენის ცოდნა საშუალოზე უკეთ.
** კომპიუტერთან მუშაობის უნარები (MS Word, MS Excel, MS Outlook, MS PowerPoint, MS Visio).
** სასურველია რისკის მართვაში სერტიფიცირება, მაგალითად, PRM, FRM, ORM, ISO31000, CRMA ან ეკვივალენტური სერტიფიკატების ფლობა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV- (ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქ. #2.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |