www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასმელებისა და კვების ზედამხედველი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

Wyndham Hotels and Resorts არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

Ramada by Wyndham Tbilisi Old City მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე.

ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასააა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო " Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელებისა ზედამხედველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს კვების ობიექტებზე სასმელებისა და კვების დეპარტამენტში მაღალი სტანდარტით სერვისის უზრუნველყოფა და სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
** სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კვების ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** რესტორნების ყველა დანაყოფის, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა - დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** დეპარტამენტის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზედამხედველობა და სამუშაოს ეფექტურობის ზრდის უზრუნველყოფა;
** მომსახურების სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა;
** რესტორნის საოპერაციო სისტემაში საკვებისა და სასმლის ხარჯების, ჩეკების, დარიცხვის ასახვა; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და პრობლემის მოგვარება, F&B მენეჯერის დროული ინფორმირება;
** კვების დეპარტამენტში თანამშრომლების სწავლება და გადამზადება;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** სასმელებისა და კვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 10 ოქტომბერი, 2022 წელი.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |