www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შემფასებელი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ.

კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი);
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი).

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციული სატელეფონო ნომრით სარგებლობას;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება, საბაზრო და სალიკვიდაციო ღირებულების განსაზღვრა;
** მოძრავი და უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი სექტორულ ჭრილში;
** ლიზინგის აქტივების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა და მართვა (პროცესი ითვალისწინებს აქტივების ტექნიკურ-ფუნქციონალურ შემოწმებას და დასკვნის მომზადებას);
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უძრავი/მოძრავი ქონების შეფასების გამოცდილება;
** სასურველია ავტოსატრანსპორტო, საგზაო/სამშენებლო და სპეც. ტექნიკის ტექნიკური ცოდნა;
** სასურველია უძრავი ქონების ბაზრის ცოდნა;
** სამედიცინო აქტივების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
** უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს.

უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

შერჩევის მეორე ეტაპი მოიცავს უძრავი/მოძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcleasing.ge

გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |