www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტენდის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ცურ გრუპი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

კომპანია "Tsur group" არის ებრაულ - ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები. ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი", შპს "რუუთს", შპს "ინოტეკი", შპს "ჯორჯიან ინვესტმენტ", შპს "ბი იო", შპს "მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი".

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებ გვერდზე: https://tsur-group.com/en

კომპანიის მთავარი ღირებულება მოტივირებული და ბედნიერი თანამშრომელი. მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

კომპანია "ცურ გრუფი" აცხადებს ვაკანსიას სტენდის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: თბილისი, ბათუმი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
** სამუშაო საათები: 10:00 - 16:00 და 16:00 - 22:00 მონაცვლეობით.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** უცხო ენების (ინგლისური; რუსული) ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული პროდუქციის აღწერილობის შესწავლა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრა და პროდუქციის გაცნობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება.

საჭირო უნარები:
** პრეზენტაბელური;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიული;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: tamar@tsur-group.com სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |