www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სივრცის ასისტენტი
მომწოდებელი: სელფის მუზეუმი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

სელფის მუზეუმი - უნიკალური სივრცე თბილისში, ინტერაქტიული და თანამედროვე დიზაინის პავილიონებით, სადაც შეგიძლიათ გადაიღოთ შთამბეჭდავი, სახალისო, ფერადი, განსხვავებული ფოტოები. მუზეუმში 30 სხვადასხვა თემატიკის პავილიონია, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

სელფის მუზეუმის გუნდის მიზანია სტუმრისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნა, მათთან ინდივიდუალური მიდგომით.

ჩვენი ფერადი მუზეუმისთვის ვეძებთ სივრცის ასისტენტს, რომელიც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

** ინგლისური ენის ცოდნა
** აუცილებელია იყოთ აქტიური, მხიარული, ენერგიული, კომუნიკაბელური
** გიყვარდეთ ხალხთან ურთიერთობა
** იყოთ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რისი გაკეთება მოგიწევთ?

** მუზეუმში მოსული სტუმრების დახვედრა, კონცეფციის ახსნა და საჭიროების შემთხვევაში მათი სივრცეში ყოფნის დროს დახმარება
** მუზეუმში არსებული დეკორაციების მეთვალყურეობა, რომ არ მოხდეს რაიმეს დაზიანება
** სალაროსთან მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში

სამუშაო საათები:

** მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა 12:00 საათიდან 20:00 საათამდე.
** თქვენი სამუშაო საათები გადანაწილებული იქნება ცვლებში.
** სამუშაო ადგილი: კოტე მარჯანიშვილის ქ.19

თუ გსურთ გახდეთ მუზეუმის გუნდის წევრი და ფიქრობ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, 26 სექტემბრის ჩათვლით, მეილზე: hi@mos.ge

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სივრცის ასისტენტი". გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |