www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი - სწავლება-სტაჟირება
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას: შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე სწავლება-სტაჟირება.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-დან 18:00-მდე

მოვალეობები:

** მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება;
** ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
** მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი;
** ლოჯისტიკისა და შესყიდვების დეპარტამენტის მენეჯერთან რეპორტინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მათემატიკური უნარები;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);

უნარ-ჩვევები:

** აქტიური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** ორგანიზებული;
** წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** სწრაფი ათვისების უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: I თვე - 800 ლარი; სტაჟირების პერიოდში - 1000 ლარი; დასაქმების შემთხვევაში 1500 ლარი (შემდგომში ზრდის პერსპექტივით)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |