www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცურვის დამხმარე მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა 2022 წლის სექტემბრისთვის აცხადებს ცურვის დამხმარე მასწავლებლის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება საგნის წინასწარ შემუშავებული სასწავლო გეგმის მიხედვით;
** მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგის, შეფასებების დაგეგმვა და განხორციელება;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება;
** კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება აკადემიის ადმინისტრაციასთან სემესტრის დასაწყისში შეთანხმებული განრიგის მიხედვით.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
** თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** სწავლისა და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მასწავლებლის კვალიფიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე bga@bga.ge, არაუგვიანეს 2022 წლის 5 ოქტომბრისა. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ "ცურვის დამხმარე მასწავლებელი".

გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |