www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"ზღაპარი" ყველაზე პოზიტიური, შრომისმოყვარე ადამიანების დასაქმების ადგილია.

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

სამუშაო პირობები:

** 6 დღიანი სამუშაო კვირა (სამუშაო ცვლები: 08:00-17:00 ან 14:00-23:00 სთ);
** ანაზღაურება მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან;
** დასვენების დღე ურთიერთშეთანხმებით;
** სტაბილურ სამსახურს სასიამოვნო საინტერესო გარემოში;
** საბონუსე დანამატებს ყოველთვიურად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.;
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში;
** წონის პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა;
** წონის პროდუქციის განსათავსებელ ადგილას (საკუთარ სექციაში) წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი-18 წლიდან
** გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე)
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/

ან გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge არაუგვიანეს 2022 წლის 20 ოქტომბრამდე. არ დაგავიწყდეთ!!! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |