www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასისტენტ-მომვლელი
მომწოდებელი: ხელი ხელს
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 3 დეკემბერი

ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია "ხელიხელს" 2011 წლიდან ახორციელებს საოჯახო ტიპის საცხოვრებლის მომსახურებას ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანებისთვის.

მცირე საოჯახო ტიპის სახლში, საცხოვრისში არსებული მომსახურება ითვალისწინებს 18 წელს ზევით ბენეფიციარების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაცია/აბილიტაციასა და პერსონა-ცენტრულ მიდგომას (რომელიც ემყარება პიროვნების სურვილებს, პრიორიტეტებსა და მოთხოვნებს, სადაც გათვალისწინებულია მათი შესაძლებლობები), რასაც მხარდამჭერები ეტაპობრივად ავითარებენ.

ორგანიზაციის საცხოვრისებში ასისტირებისათვის ორგანიზაცია "ხელი ხელს" იწვევს დაინტერესებულ პირებს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდამჭერის-მომვლელის პოზიციაზე ორგანიზაციის საცხოვრისებში (მცირე საოჯახო ტიპის სახლი).
სამუშაო ადგილი - თბილისი

მოთხოვნები განათლებისა და გამოცდილების შესახებ:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** სასურველია შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში;

აუცილებელი პიროვნული უნარები და თვისებები:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, სტრესის დაძლევის უნარი;
** სხვების მხარდაჭერაზე ორიენტირება;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** მიზანსწრაფულობა;
** ადაპტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაოს აღწერა

პასუხისმგებლობა:

** შშმ პირების დახმარება/მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ღირსეული მოპყრობა/უფლებების დაცვა;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო, ფუნქციონალური და პროფესიული უნარების განვითარება;

ფუნქცია/მოვალეობები:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების

** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავების (თვითმოვლა, თვითმომსახურება) და საოჯახო საქმიანობაში ჩართულობის მხარდაჭერა;
** შშმ პირების მოვლისა და ჰიგიენური ნორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** შშმ პირების საცხოვრებელი გარემოს მოვლისა და ჰიგიენური ნორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** პროფესიული უნარების გამომუშავებისა და სამსახურებრივი საქმიანობის მხარდაჭერა/ხელშეწყობა;
** სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** განათლება/განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, უფლებების დაცვაში მხარდაჭერა.

ორგანიზაცია იზრუნებს

** თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე (ტრენინგები)
** პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე
** სამუშაო ადგილზე მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი - CV-ის განხილვა
2 ეტაპი - გასაუბრება;
3 ეტაპი - სტაჟირება;
4 ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმება.

გთხოვთ CV გადმოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე handinhandg@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ორგანიზაციის ადმინისტრაცია მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე - 577319974

ოფიციალური ვებგვერდი: http://handinhand.ge/ge/
Facebook-ის ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/handinhandg/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |